среда, 20 марта 2013 г.

გაკვეთილის გეგმა – გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე

გაკვეთილის თემა გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე


სწავლების საფეხური მე–2 საფეხური, მე–10 კლასი

მოსწავლეთა

რაოდენობა

29



განსაკუთრებული

მიდგომის

საჭიროების

მქონე მოსწავლეთა

რაოდენობა და

პროფილი



არცერთი

გაკვეთილის სასწავლო

მიზნები მატემატიკის,როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება.

პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება,საჭირო სტრატეგიებისა და რესურსების შერჩევა, მათი გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი.



სტანდარტი გეომეტრია და სივრცის აღქმა

შედეგი X.12.

ინდიკატორი იყენებს კოორდინატებს გეომეტრიული გარდაქმნების (პარალელური გადატანა,ღერძული/ცენტრულისიმეტრია) შესრულებისა და გამოსახვისათვის.

მსჯელობს და აკეთებს დასკვნას ერთი და იგივე ტიპის გეომეტრიული გარდაქმნების (პარალელური გადატანა, მობრუნებები ერთი და იგივე ცენტრის გარშემო,ღერძული სიმეტრიები პარალელური ღერძების მიმართ, საერთო ცენტრის მქონე ჰომოთეტიები) კომპოზიციების შესახებ.

მიზანი მოსწავლე იკვლევს ფიგურათა გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და იყენებს მათ გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.



გაკვეთილის

მსვლელობა

(აქტივობა და დრო) კლასის ორგანიზება იწყება გაკვეთილის დაწყებისთანავე.

მოსწავლეები ნაწილდებიან 5 ჯგუფად.

მასწავლებელი ბავსვებს აცნობს გაკვეთილის თემას,მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს. (2წუთი)



I აქტივობა: მოტივირება – განწყობის შექმნა (5წუთი)

მასწავლებელი აჩვენებს სურათებს, რომელზეც ნათლად ჩანს ,რომ

სიმეტრია ქმნის სილამაზეს და ჰარმონიას ბუნებაში.



II აქტივობა:კითხვა –პასუხი; (6 წუთი)

მიზანი: ცოდნის შემოწმება ემპირიულად და

არგუმენტირებულად.

III აქტივობა:პრეზენტაცია (15 წუთი)

მიზანი: მოსწავლე იკვლევს ფიგურათა გეომეტრიულ გარდაქ

მნებს სიბრტყეზე,იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.

I ჯგუფი: ღერძული სიმეტრიის სესახებ;

II ჯგუფი: ცენტრული სიმეტრიის სესახებ;

III ჯგუფი: პარალელური გადატანის შესახებ;

IV ჯგუფი: მობრუნების შესახებ;

V ჯგუფი: ჰომოთეტიის შესახებ.



IV აქტივობა: დამოუკიდებელი სამუშაო (12 წუთი)

მიზანი: ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალი

თებზე.

V აქტივობა:საშინაო დავალება (2წუთი);

VI აქტივობა:გაკვეთილის შეფასება(3წუთი);

მიზანი: მიაღწია თუ არა მასწავლებელმა შედეგს.



მასწავლებელი აანალიზებს გაკვეთილს.

შეფასება პრეზენტაცია, ჩართულობა.

საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო

რესურსები

სახელმძღვანელო, რვეულები, კალმები,კომპიუტერი,

პროექტორი, დაფა ,ცარცი.





შეფასების რუბრიკა

საფეხურები ქულები

ამოცანების მონაცემების ორგანიზება

ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ტექსტიდან 0-1

მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხეხით ჩაწერა , რომელიც აადვილებს ამოხსნის გზის მოძებნას. 0-1

ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა

საძიებელი სიდიდეების გამოყოფა 0-1

საძიებელი სიდიდეებისთვის ასოითი აღნიშვნების შემოღება 0-1

ამოხსნის გზის მოძებნა

საკოორდინატო სიბრტყის გეომეტრიული გარდაქმნის გამოყენება 0-1

განტოლების შედგენა 0-1

ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება

განტოლების ამოხსნის ხერხისმოძებნა 0-1

განტოლების ამოხსნა და პასუხის მიღება 1-2-3







Комментариев нет:

Отправить комментарий