среда, 20 марта 2013 г.

გაკვეთილის გეგმა – რეკურენტული წესით მოცემული მიმდევრობები.

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა


საგანი - მათემატიკა

კლასი -X

1. სახელი და გვარი თინათინ სვანაძე



2. თემის

სახელწოდება რეკურენტული წესით მოცემული მიმდევრობები.

3. გაკვეთილის

სასწავლო მიზნები  მიმდევრობის წევრებისრეკურსიის მეთოდითპოვნის ათვისება;

 რეკურენტული წესით მოცემული მიმდევრობების წევრების პოვნა;

 რეკურსიის არსის გაცნობა და მისი გამოყენების უნარის განვითარება.

4. სწავლის შედეგები  პოულობს რეკურენტული წესით მოცემული მიმდევრობის წევრებს;

 იყენებს რეკურსიას სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.

5. მიმდინარეობა

(აქტივობა და დრო) აქტივობა 1.- 2 წუთი



საორგანიზაციო საკითხი;



აქტივობა 2.-3 წუთი



საშინაო დავალების შემოწმება;



აქტივობა 3. -3წუთი



გონებრივი იერიში;



შემდეგ კლასს ვყოფ ჯგუფებად, დაყოფის პინციპი ასეთია : 1 ჯგუფში მოხვდება ის ვისი რიგითი ნომერიც საკლასო ჟურნალში 4 - ზე გაყოფისასნაშთს გვაძლევს 0-ს,მეორეში 1-ს, მესამეში 2-ს, მეოთხეში 3-ს(ასეთი დაყოფა ბავშვებისთვის ნაცნობია)-2წთ.





აქტივობა 4 .- 13 წუთი



ჯგუფებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომელზეც არის მოცემული სამი დავალება:

1) ლეონარდო დავინჩის ამოცანა, უნდა დაადგინონ კანონზომიერება და შეადგინონ ფიბონაჩის მიმდევრობა;

2) ბანკში მარტივი პროცენტით თანხის დაგროვება ;

3) ბანკში რთული პროცენტით თანხის დაგროვება.

ჯგუფები გამოთქვამენ ვარაუდს:ფიბონაჩის მიმდევრობის,არითმეტიკული პროგრესიის და გეომეტრიული პროგრესიის შესახებ. დაფაზე ვწერ მოსწავლეების მიერ დადგენილ კანონზომიერებას.



აქტივობა 5 .– 10 წუთი



დავასაბუთოთ ეს ვარაუდი რიცხვითი მიმდევრობების მაგალითებზე.

ჯგუფებს ურიგდება ქაღალდები (ფლიპჩარტი), მარკერები. ორი ჯგუფი ადგენს არითმეტიკული პროგრესიის რეკურენტულ ფორმულას, ხოლო ორი გეომეტრიული პროგრესიის რეკურენტულ ფორმულას.

პრეზენტაცია

აკეთებენ დასკვნას,ან ვეხმარები დასკვნის გაკეთებაში.



აქტივობა6.– 10 წუთი



მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებშიც უნდა შეავსონ ცხრილი.

მოცემულია მიმდევრობები და უნდა დაადგინონ რომელი პროგრესიაა;იპოვონ ამ მიმდევრობის წევრები.

აქტივობა 7.- 1 წუთი



შეფასება

მოსწავლეთა შეფასებისთვის ვიყენებ შესაბამის რუბრიკას.



აქტივობა 9.– 1 წუთი

საშინაო დავალება.(სლაიდი11)







6. შეფასება აქტივობა 6, ინდივიდუალური , განმსაზღვრელი.

7. რესურსები სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, სახაზავი, ქაღალდი, მარკერი, ,დაფა , ცარცი.



შეფასების რუბრიკა

საფეხურები ქულები

ამოცანების მონაცემების ორგანიზება

ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ტექსტიდან 0-1

მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხეხით ჩაწერა , რომელიც აადვილებს ამოხსნის გზის მოძებნას. 0-1

ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა

საძიებელი სიდიდეების გამოყოფა 0-1

საძიებელი სიდიდეებისთვის ასოითი აღნიშვნების შემოღება 0-1

ამოხსნის გზის მოძებნა

განტოლების შემდგენი წინმსწრები მსჯელობა 0-1

განტოლების შედგენა 0-1

ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება

განტოლების ამოხსნის ხერხისმოძებნა 0-1

განტოლების ამოხსნა და პასუხის მიღება 1-2-3



Комментариев нет:

Отправить комментарий