среда, 20 марта 2013 г.

გაკვეთილის გეგმა – წრეწირის სიგრძე

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა


საგანი: მათემატიკა

კლასი: VI

1. სახელი და გვარი თინათინ სვანაძე

2. თემის სახელწოდება წრეწირის სიგრძე

3. გაკვეთილის

სასწავლო მიზნები  მოსწავლესშეუძლია ფიგუ -რის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა;

 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობ- რივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნე -ლად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.

4. სწავლის შედეგები  მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს წრეწირისელემენტებსშორისკავშირი;

 მოსწავლეს შეუძლია ფარგლის გამოყენება;

 შეუძლია გაზომვების ჩატარება;

 მოპოვებული მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენა;

 მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.



5. მიმდინარეობა (აქტივობა და დრო) გაკვეთილის დასაწყისში კლასს დავყოფ ჯგუფებად. დაყოფის პრინციპი ასეთია:I ჯგუფში არიან ის მოსწავლეები რომელთა რიგობრივი ნომერი 5 ზე გაყოფი -სას ნაშთში იძლევა 1-ს ,მე-2 -ში -2ს და ა. შ.

აქტივობა 1.

საშინაო დავალების განხილვა და წინა გაკვეთილზე ნასწავლი ცნებების გამოკითხვა(რადიუსი, დიამეტრი, წრეწირი, წრე ).—2 წთ.

აქტივობა 2.

გონებრივი იერიში:

მთაწმინდის პარკში დაამონტაჟეს ატრაქციონი, ჯაჭვები , (წრის ფორმის),რომლის რადიუსიც 3 მეტრია. ატრაქციონიდან მესე -რამდემანძილი 1 მეტრი უნდა იყოს. რა სიგრძის მესერი უნდა შემოარტყან ატრაქციონს?------2წთ.

მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და მასწავლებელი მათ პასუხებს დაფაზე წერს მოსწავლის სახელის მითითებით.



აქტივობა 3.

ჯგუფებს ურიგდებათ ფურცლები დავალებით:

დახაზეთ 1სმ , 2 სმ, 3 სმ რადიუსის წრეწირები, თქვენს ხელთ არსებული გასაზომი ხელსაწყოებით გაზომეთ მათი სიგრძეები,იპოვეთ წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან.მონაცემები წარმოა -დგინეთ ცხრილის სახითდა თუ შესაძლებელი იქნება გააკეთეთ დასკვნა----------10 წთ.

მასწავლებელი ვაკვირდებიბავშვების მუშაობას, და ვცდილობ თითოეულ გუნდს საჭიროების შემთხვევაში მივცე რეკომენდა -ცია.( სამუშაოს გადანაწილებასთან ან სხვა პრობლემასთან დაკავშირებით)

აქტივობა 4.

პრეზენტაცია: თითოეული გუნდის წარმომადგენელი განა -თავსებს მონაცემთა ცხრილს დაფაზე და აკეთებს დასკვნას.—---3წთ

აქტივობა 5.

თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ვარაუდი რატომ არ დაემთხვა მათ მიერ მოპოვებული მონაცემები ერთმანეთს -------3წთ.

ამის შემდეგ დაფასთან გამომყავს წრეწირის სიგრძის გამოსათვლე ლი ფორმულა (დიამეტრით, რადიუსით) ---------------2წთ



აქტივობა 6.

მთაწმინდის პარკის პრობლემის გადაწყვეტა.--------3წთ.

აქტივობა 7

ურიგდებათ ინდივიდუალურად სამუშაო ფურცლები. უნდა შეავსონ ცხრილი. გამოთვალონ რადიუსის და დიამეტრის მიხედვით წრეწირის სიგრძე, და წრეწირის სიგრძის მიხედვით იპოვონ დიამეტრი და რადიუსი.------3წთ

აქტივობა8

ჯგუფებს ეძლევათ ახალი დავალება:

თითოეულ ჯგუფში აირჩიეთ პიროვნება, რომელსაცშეუკერავთ ხევსურულ ქუდს.დაამზადეთქუდის თარგი.

მასწავლებელი აქტიურად ეხმარება მოსწავლეებს მათთვის უჩვეულო პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტაში.---------15 წთ.

გაკვეთილის შეჯამება--2წთ.





6. შეფასება ინდივი დუალური სამუშაო ფურცლების შემოწმება.

შეფასება--განმავითარებელი.

7. რესურსები სახელმძღვანელო, ფარგალი, სახაზავი, ძაფი, სტეპლერი, ქაღალდი, კალკულატორი, .ხევსურული ქუდის დაუგვირისტებელი ნიმუში.







R 4

D 10

C 12.56

სამუშაო ფურცელი



შეფასების რუბრიკა

საფეხურები ქულები

ამოცანების მონაცემების ორგანიზება

ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ტექსტიდან 0-1

მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხეხით ჩაწერა , რომელიც აადვილებს ამოხსნის გზის მოძებნას. 0-1

ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა

საძიებელი სიდიდეების გამოყოფა 0-1

საძიებელი სიდიდეებისთვის ასოითი აღნიშვნების შემოღება 0-1

ამოხსნის გზის მოძებნა

საკოორდინატო სიბრტყის გეომეტრიული გარდაქმნის გამოყენება 0-1

განტოლების შედგენა 0-1

ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება

განტოლების ამოხსნის ხერხისმოძებნა 0-1

განტოლების ამოხსნა და პასუხის მიღება 1-2-3







Комментариев нет:

Отправить комментарий